Accentnews.ge
ეკატერინე დემეტრაძე: რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ

ეკატერინე დემეტრაძე: რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ

12/05/2024 23:19:22 საზოგადოება

"რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ, სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია" - ამის შესახებ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდგარმა მსახიობმა, ეკატერინე დემეტრაძემ "პირველებთან" განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროტესტს შიშზე დიდი ძალა აქვს.

"როდესაც გმირთა მოედანს ვკეტავდით, მაშინ დროშა გვეჭირა ხელში და ერთმანეთს ვენაცვლებოდით. ერთი ბიჭი იყო, რომელსაც სულ ეჭირა და ერთ მომენტში ვკითხე, ხელი არ გტკივა-თქო და მიპასუხა, კი მტკიცა, მაგრამ სამშობლო უფრო მტკივაო. ამ თაობის აამიანი ასე რომ გეტყვის საქართველოში, მერე რისი უნდა შეგეშინდეს. იმხელა ძალა ვიგრძენი, რომ არ შემიძლია უბრალოდ, ეს არ გავაკეთო, აქ არ ვიდგე. ახლა ბრძოლის ხაზის გადის აქ, ამ გამზირზე. გულწრფელად გეტყვით, მეშინია არ მცემონ, მაგინონ, დამაშნონ, ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს შვილს დახვდნენ, მაგრამ რითიც უნდათ იმით დაგვემუქრონ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე.

თბილისში, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე და პარლამენტის შენობასთან დახვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს 13 მაისს, 09:00 საათზე. სწორედ ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა.

ცნობისთვის: 11 მაისს ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.

13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S