Accentnews.ge
პუტინი შოიგუს ბელოუსოვით ანაცვლებს

პუტინი შოიგუს ბელოუსოვით ანაცვლებს

12/05/2024 21:13:49 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების წინადადება წამოაყენა, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, პუტინმა შოიგუს შემცვლელად ანდრეი ბელოუსოვი დაასახელა.

რაც შეეხება შოიგუს, იგი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად.

ძალოვანი უწყებებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურებს წარადგენს არა მთავრობის თავმჯდომარე, არამედ პრეზიდენტი. კანდიდატურებს ათანხმებს არა სახელმწიფო სათათბირო, არამედ ფედერაციის საბჭო. შოიგუ ერთადერთი მინისტრია, რომლის თანამდებობაზე დატოვების წინადადებაც არ წამოუყენებია პრეზიდენტს. მას თავდაცვის მინისტრის პოსტი 2012 წლიდან უკავია.

შოიგუ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში მეორედ რჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა. ის 1991 წლიდან იყო მინისტრი. 2012 წელს ის ნახევარწლიანი პაუზის განმავლობაში მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო.

65 წლის ბელოუსოვი ამჟამად პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებს. ითვლება, რომ ბელოუსოვი ერთადერთია პუტინის გარემოცვაში, ვისაც სჯერა „რუსეთის გარშემო მტრების წრის“ არსებობისა. 2014 წელს ის მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას.

მთავრობაში ცვლილებებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც პრეზიდენტის არჩევის შემდეგ არის აუცილებელი, დააპატიმრეს შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი. მას მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S