Accentnews.ge
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები: "აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის"

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები: "აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის"

12/05/2024 15:54:42 საზოგადოება

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ. ამის შესახებ განცხადებას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ისტორიული არჩევანი - ევროპა და საზოგადოების გაცხადებული ნება - ოფიციალურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის - ახლა ქვეყანა ფიზიკურად არის დასაცავი გარუსებისგან. ამიტომ 12 მაისის დილას შეიქმნა პეტიცია სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც 18:00 საათის მონაცემებით, 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში გაქრება და გაითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია - ამ საფუძვლიან ეჭვში დაგვარწმუნა ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, ბოლო დღეებში დაწყებულმა დევნამ, რეპრესიებმა და ძალადობამ როგორც მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა!

ჩვენ, სტუდენტები ვგრძნობთ მხარდაჭერას ჩვენი უნივერსიტეტისგან, რომელიც იზიარებს მყარ პოზიციას, რომ ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი!

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია! შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება!", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S