Accentnews.ge
რატი ამაღლობელი: გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით

რატი ამაღლობელი: გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით

11/05/2024 07:01:13 საზოგადოება

პოეტის, რატი ამაღლობელის ინფორმაციით, მის სახლთან გამთენიამდე ჩასაფრება მოაწყვეს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მისი სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.

„ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო, კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით. ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - წერს ამაღლობელი.

ცნობისთვის: თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

1 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ "აგენტების კანონი" მეორე მოსმენით კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S