Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: მოვლენების რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი მიუთითებს მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე

ჰელსინკის კომისია: მოვლენების რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი მიუთითებს მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე

10/05/2024 18:33:59 პოლიტიკა

აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (ჰელსინკის კომისია) აცხადებს, რომ საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შევიწროებას შეთანხმებული ხასიათი აქვს და მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე მიუთითებს.

„მიუღებელია, რომ საქართველოში მიმდინარეობს აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შევიწროება, დაშინება და მათზე ძალადობა. მოვლენების რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი მიუთითებს მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე და საჭიროებს საყოველთაო დაგმობას”, – აცხადებს ჰელსინკის კომისია.

ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის არაერთი ფაქტი ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S