Accentnews.ge
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა დროებით დატოვეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა დროებით დატოვეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა

10/05/2024 18:16:54 საზოგადოება

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა დროებით დატოვეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.

შეხვედრა ირაკლი კობახიძემ შესავლით დაიწყო. გაიმეორა მტკიცება, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს ქვეყანა არ უხვევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგები აქვს სწორედ „ქართულ ოცნებას“, რომ ენმ–ის ხელისუფლების დროს გაფართოვდა რუსული გავლენა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს რუსეთს ნულოვანი წინსვლა აქვს. ასევე გაიმეორა მტკიცება, რომ „აგენტების კანონი“ არ ჰგავს რუსულს.

კრიტიკული მედიის წარმომადგენებმა სცადეს კითხვების დასმა და განმარტეს, რომ შეხვედრაზე სწორედ ამ მიზნით მივიდნენ და არა მონოლოგის და იმავე ტექსტის მოსასმენად, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად აჟღერებენ.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა თქვა, რომ საკუთარი შესავლის დასრულების შემდეგ მიეცემოდათ მათ კითხვების დასმის შესაძლებლობა, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ წამყვანებმა დროებით დატოვეს შეხვედრის ოთახი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S