
ოსმანოვი: 9 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუგა მიქაბერიძე დააკავეს
10/05/2024 16:07:36 საზოგადოება
თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ოსმანოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ 9 მაისს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუგა მიქაბერიძე დააკავეს.
დაკავება სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელდა. როგორც ცნობილია, ჭავჭავაძეზე ჯამში 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულები საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე.
"გუშინ დაიჭირეს ფიზიკის პირველი ნაკადის საუკეთესო სტუდენტი (ჩვენი ალუმნი) გუგა მიქაბერიძე: თავისუფალი უნივერსიტეტის სახე, დაამთავრა არა მარტო ფიზიკის სკოლა, არამედ მათემატიკის და კომპ. მეცნიერებათა სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლის საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოს მლობელი (იხ. ბმული), ჯერ კიდევ სტუდენტობისას სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციებზე, ამზადებდა საქართველოს საერთაშორისო ტურნირებისთვის ნაკრებებს წარმატებით (ოქროს მედლები), იყო ზეილონა გორას უნივერსიტეტში ერაზმუს პროგრამით წასული და შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა სადოქტორო პროგრამის ფარგლებში UC DAVIS -ში.
ყველა ნორალური მთავრობა იამაყებდა ასეთი ახალგაზრდით - ესენი ციხეში სვამენ.
ყველა გ ა რ ე თ უნდა გამოვიდეთ გაასმაგებული რაოდენობით. აუტანელია ამის ყურება
https://www.youtube.com/watch?v=wNy7E9Fw9B8 " - წერს ოსმანოვი