Accentnews.ge
ჯაფარიძე: კრიმინალურმა პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, არ ვიცით სად ჰყავთ

ჯაფარიძე: კრიმინალურმა პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, არ ვიცით სად ჰყავთ

10/05/2024 14:13:30 სამართალი, საზოგადოება

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციამ სახლიდან გაიყვანა "გირჩი ტვ"-ს თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი და უცნობია მისი ადგილსამყოფელი.

"პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი. არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიან. ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ გუშინ "იმედმა" და "პოს ტვ"-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუს–ელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია"- წერს ჯაფარიძე.

პარტიის ინფორმაციით, მოსიაშვილი რუსთავიდან კრიმინალურმა პოლიციამ თბილისში გადაიყვანა:

"გირჩი ტვ–ს თანამშრომელს გიორგი მოსიაშვილს საკუთარი სახლში მიაკითხა თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ და რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა. ზუსტი ადგილი, სად გადაიყვანეს , ჯერჯერობით უცნობია".

განახლება

"გირჩი ტვ"-ის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი მოწმის სახით გამოკითხეს. მან პოლიციის განყოფილება უკომენტაროდ დატოვა. როგორც ირკვევა, მოსიაშვილს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S