
ბორელი: ევროკავშირის ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ
10/05/2024 12:20:53 მსოფლიო
ესპანეთი, ირლანდია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები 21 მაისს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომდგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკური ხასიათის სიმბოლური აქტი, რომელიც სახელმწიფოზე მეტად ამ სახელმწიფოს არსებობის ნებას აღიარებს“, - თქვა ბორელმა და დასძინა, რომ ბელგია და სხვა ქვეყნები, ალბათ, მიჰყვებიან ამ მაგალითს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მარტში განაცხადა, რომ ესპანეთი და ირლანდია, სლოვენიასთან და მალტასთან ერთად, შეთანხმდნენ, გადაედგათ პირველი ნაბიჯები ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ, რადგან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ხანგრძლივი მშვიდობისთვის არსებითად თვლიდნენ.