
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი: "ამ კანონის მიღებით არავინ დარჩება მოგებული"
10/05/2024 12:08:41 საზოგადოება
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ "აგენტების კანონის" მიღებით არავინ დარჩება მოგებული. ამის შესახებ მან ბიზნესასოციაციების მიერ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"კანონი, რომელმაც უდიდეს ვნებათაღელვა გამოიწვია, ჩვენს საზოგადოებაში, პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად სიკეთეს ვერ მოიტანს. ჩემი მოსაზრება არის. ის მხოლოდ და მხოლოდ, გაზრდის პოლარიზაციას, გაზრდის დაპირისპირებას და აქ, იცით რა არის, პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული. კანონის მიღებამდე, რეალურად, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და მე ვიტყოდი, რაღაც უკვე კატასტროფულ სახეს იღებს ეს პოლარიზაცია. ჩვენ გვაქვს ერთი თემა ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.