Accentnews.ge
დღეს გორში, ქუთაისსა და ბათუმი "აგენტების კანონს" კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ

დღეს გორში, ქუთაისსა და ბათუმი "აგენტების კანონს" კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ

10/05/2024 10:18:45 საზოგადოება

დღეს გორში, ქუთაისსა და ბათუმი "აგენტების კანონს" კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

გორში მოქალაქეები 18:00 საათიდან საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მსვლელობას ლომჭაბუკის სკვერის მიმართულებით გამართავენ.

რაც შეეხება ბათუმს, აქციის მონაწილეები 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

"დღეს, 7 საათზე, ევროპის მოედანზე კიდევ ერთხელ ვეტყვით კი-ს ევროპას და არა-ს რუსეთს, არა-ს ვეტყვით იმ ძალადობას, რაც ხდება თბილისში, არა-ს ვეტყვით იმ საშინელ ზარებს, რომლებითაც არასრულწლოვან ბავშვებსაც კი დილის 5 საათზე და 4 საათზე აღვიძებენ", - ამბობს აქტივისტი თემო ტარიელაძე.

ქუთაისში მოქალაქეები 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები მსვლელობით "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც პროტესტი მერიასთან გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S