
მსვლელობის მონაწილე: შეკრეს წრე და წიხლები გვირტყეს
10/05/2024 08:54:23 სამართალი, საზოგადოება
ადვოკატების ინფორმაციით, წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული დემონსტრანტებიდან 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავსიუფლეს. ჯამში სავარაუდოდ, შვიდი პირი აიყვანეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ადვოკატები მათ ადგილსამყოფელს არკვევენ.
დემონსტრანტები ბლოგერ უჩა აბაშიძის საკუთარ სახლში დაკავების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე რუსთაველის მიმართულებით მართავდნენ მსვლელობას, მათ შორის საავტომობილო გზის გავლით. სწორედ ამ დროს დაიწყო დაკავებები.
მსვლელობის მონაწილე თინა ვაშაკიძე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
„უბრალოდ იმიტომ, რომ არ მინდა, ხვალ რუსეთში გავღვიძო და ჩემმა შვილებმა იქ იცხოვრნ, ქუჩაში მცემეს – ჩემს ქალაქში, ჩემს უბანში შვიდმა კაცმა სასტიკად მცემა. ამას ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდნგენდი...ვფიქრობ, ჩემი ბრალია, რადგან აქამდე ხმა არ ამოვიღე, არ ვიკივლე...
მოგვიმწყვდიეს – 7–8 ან მეტი იყო [პოლიციელი]. შეკრეს წრე, რომ არავის დაენახა, წიხლები გვირტყეს, თავში მირტყეს, გვერდებში...არაფერი მახსოვს, ისე სასტიკად გვირტამდნენ...მანქანაში რომ გვტენიდნენ, ერთმა პოლიციელმა, ახალგაზრდა ბიჭმა გამომწია, უფროსი, რომელიც დამპირდა, „დაგიჭერო“, თმაში მწვდა, წიხლით გამტენა მანქანაში...
მე აღარ ვაპირებ გაჩუმებას და იმედი მაქვს, ჩემსავით ბოდიშების მოხდა სხვასაც არ მოუწევს. იმედი მაქვს, აღარ გავჩუმდებით და აღარ მოვითმენთ ქუჩაში უსამართლოდ ვინმეს ცემას!“,– ამბობს აქციის მონაწილე.