Accentnews.ge
ხვალ თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

ხვალ თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

10/05/2024 07:57:56 საზოგადოება

ხვალ 19:00 საათზე თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება. ისინი თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან შეიკრიბებიან და ამ დღეს დაგეგმილ ევროპის მარშს შეუერთდებიან.

"მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:

‣ რესპუბლიკის მოედანი

‣ მარჯანიშვილის მოედანი

‣ მეტრო 300 არაგველი

‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია

‣ მასწავლებლების მარში - თბილისის კლასიკური გიმნაზია

ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S