
თავდასხმის სამიზნე გახდა ნოდარ ჩაჩანიძეც
09/05/2024 19:39:53 საზოგადოება
თავდასხმის სამიზნე გახდა „ახალის“ წევრი ნოდარ ჩაჩანიძეც.
„ორი ადამიანი მელოდებოდა, ორიც მანქანაში იჯდა... ერთი ერთი მხრიდან წამოვიდა, მეორე – მეორე.... პირდაპირ დაიწყეს გინება და ცემა...
მირტყეს წიხლები, ხელების აფარებამ გადამარჩინა... ვყვიროდი, რომ სხვებს გაეგონათ. ხალხი იყო, ცოტა დრო ჰქონდათ, ამიტომ სწრაფად მოხდა ყველაფერი, ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ...
სხვებთან შედარებით მე ამ ეტაპზე გადავრჩი“,– ყვება ჩაჩანიძე.
მანამდე ბორის ჩელე ყურუას დაესხნენ თავს.