Accentnews.ge
აბაშიძესთან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი, მანამდე პოლიციამ ჩანთა გამოიტანა

აბაშიძესთან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი, მანამდე პოლიციამ ჩანთა გამოიტანა

09/05/2024 18:47:32 საზოგადოება

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი.

მანამდე პოლიციელების გარკვეულმა ჯგუფმა ჩანთა გამოიტანა ბლოგერის სახლიდან, თუმცა კონკრეტულად რა, ჯერ–ჯერობით უცნობია.

დემონსტრანტებმა ისინი შეძახილით, „მონებო“, „ყველას ვერ დაგვიჭერთ“, გააცილეს.

ამ დროისთვის ბლოგერის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მობილიზებულნი არიან დემონსტრანტები და ბლოგერის ოჯახის წევრები აბაშიძის მხარდასაჭერად.

ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რას უკავშირდება პოლიციის შესვლა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციების ერთ–ერთი აქტიური მონაწილის სახლში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S