Accentnews.ge
დემონსტრანტების ნაწილმა აბაშიძის სახლთან გადაინაცვლა, ბლოგერთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ

დემონსტრანტების ნაწილმა აბაშიძის სახლთან გადაინაცვლა, ბლოგერთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ

09/05/2024 18:19:50 საზოგადოება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა აბაშიძის #22–თან გადაინაცვლა, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, სადაც ამ დროისთვის პოლიციაა შესული.

პოლიცია ასევე მობილიზებულია სადარბაზოსთან და შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ როგორც ოჯახის წევრებს, ისე ადვოკატებს. ადვოკატი გიორგი მახარაძე უკვე ნახევარი საათია, ცდილობს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეღწევას.

ამ დრომდე გაურკვეველია, შენობაში არსებული ვითარება, რა სახის პროცედურები მიმდინარეობს და თავად აბაშიძის სამართლებრივი სტატუსიც.

დემონსტრანტები ბლოგერის მხარდასაჭერად სკანდირებენ, "უჩა".

პოლიცია აბაშიძის სახლში დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა. ოფიციალური განმარტება საფუძვლებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S