Accentnews.ge
აბაშიძის ძმა: ერთადერთი საფრთხეა, რამე არ ჩაუდონ, რამე არ მოუგონონ, რამე სისულელე არ ქნან!

აბაშიძის ძმა: ერთადერთი საფრთხეა, რამე არ ჩაუდონ, რამე არ მოუგონონ, რამე სისულელე არ ქნან!

09/05/2024 17:33:16 საზოგადოება

ბლოგერ უჩა აბაშიძის ძმა – გიოგი აბაშიძე აბობს, რომ კვლავ არ აქვს ინფორმაცია, რატომ შევიდა პოლიცია მისი ოჯახის წევრის სახლში და გარდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქტიურობისა, ვერ ხედავს მიზეზს, რატომ შეიძლებოდა დაინტერესებულიყო შსს აბაშიძით.

„არაფერი განუმარტავთ, მხოლოდ ის მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ახლა ვერ შევალთ, არადა ჩემი სახლიცაა და შესვლის უფლება მაქვს. ორდერი ვიკითხე და არ წარმოუდგენიათ, არ ვიცი, არსებობს თუ არა. ადვოკატი მოდის და გაესაუბრება მათ. უჩას არც დარეკვის, არც ადვოკატის გამოძახების საშუალება მისცეს. უბრალოდ გაგვიმართლა, რომ იმ მომენტში, როდესაც შევიდნენ, მიმოწერა გვქონდა და რომ გაქრა, ეჭვი ავიღეთ. შედეგ მეზობელმა დარეკა ოჯახს წევრთან, „უჩასთან პოლიციააო“ და გამოვიქეცით. არაფერი ვიცით, არც ის, თუ რა მდგომარეობაშია.[...]

დაშინების მცდელობების გაგრძელებაა. ერთადერთი საფრთხეა, რამე არ ჩაუდონ, რამე არ მოუგონონ, რამე სისულელე არ ქნან. [...]

უჩაზე ღია ადამიანი არ არსებობს – ცუდი და კარგი რაცაა, ყველაფერს წერს, რადგან ესაა მისი მიდგომა.

აქციებზე ვიდექით ორივენი, წინა მხარეს, არავითარი აგრესია არ გამოგვიჩენია, პირიქით, სულ ამბობდა და მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ“,– ამბობს აბაშიძის ძმა.

ამჟამად ბლოგერის სახლთან და სახლში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე თავი მოიყარეს აბაშიძის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებსაც აბაშიძესთან კომუნიკაციის შესალებლობას არ აძლევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S