
თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
09/05/2024 17:20:40 საზოგადოება
თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
„ „საქართველო ევროპის ნაწილია“, - ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დაფუძნებას”, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, მთავრობის არცერთი წევრი არ მივიდა.