Accentnews.ge
რუსეთის ქალაქ ანაპასთან დრონებით შეტევის შემდეგ ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთის ქალაქ ანაპასთან დრონებით შეტევის შემდეგ ნავთობის ბაზა იწვის

09/05/2024 05:47:12 მსოფლიო

გამთენიისას რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან აფეთქებები იყო.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ. აღნიშნული ანაპის ოპერატიულმა შტაბმაც დაადასტურა.

მისი ინფორმაციით, უკრაინული დრონებით თავდასხმა იყო ანაპის მახლობლად, სოფელ იუროვკაში მდებარე ნავთობის ბაზაზე. შტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 6 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, რამდენიმე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე რეზერვუარი დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 62 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა. ქალაქ ანაპის მერის, ვასილი შვეცის განცხადებით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინას ანაპის ნავთობის ბაზაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S