Accentnews.ge
რუმინეთიც განიხილავს უკრაინაში Patriot-ის სისტემის გაგზავნა

რუმინეთიც განიხილავს უკრაინაში Patriot-ის სისტემის გაგზავნა

08/05/2024 07:25:23 მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა, განიხილოს უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნა. წერს Reuters.

მანამდე გერმანიამ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო უკრაინაში Patriot-ის სისტემების გაგზავნა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს აღნიშნა ჩვენი შეხვედრის დროს და მე ვთქვი, რომ ღია ვარ დისკუსიისთვის. ეს თავდაცვის უმაღლეს საბჭოსთან უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ და რისი მიღება შეგვიძლია სანაცვლოდ, რადგან მიუღებელია რუმინეთის საჰაერო თავდაცვის გარეშე დატოვება." - აღნიშნა იოჰანისმა.

აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მინიმუმ 7 Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება და პარტნიორებს მოუწოდა არ დაკარგონ დრო, რათა რუსეთს "გადამწყვეტი სიგნალი" გაუგზავნონ.

13 აპრილს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S