Accentnews.ge
აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის N3 საჯარო სკოლის ტერიტორიზე დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოებზე  ტენდერი გამოაცხადა

აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის N3 საჯარო სკოლის ტერიტორიზე დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოებზე  ტენდერი გამოაცხადა

08/05/2024 07:15:11 რეგიონები, რეკლამა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლის ტერიტორიზე დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიხედვით აშენდება სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსდება 11 საკლასო ოთახი და გათვლილია 600 მოსწავლეზე ორ ცვლაში.

შენობა იქნება ადაპტირებული. მოეწყობა ლიფტი და შესაბამისი სველი წერტილები.სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.

სამუშაოების წარმოების ვადა 24 თვეა.პროექტის ღირებულება 2 862 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ბათუმს ყოველწლიურად ემატება ახალი სასწავლო სივრცეები, მათ შორის ცენტრალურ ნაწილში და აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო სამუშაოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S