Accentnews.ge
დანია უკრაინას 33,5 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

დანია უკრაინას 33,5 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

08/05/2024 06:53:33 მსოფლიო

დანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33,5 მილიონი ევროს გამოყოფს, – იუწყება უკრაინული მედია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. დახმარების პაკეტი უზრუნველყოფს ყველაზე მეტად დაზარალებული ოლქებიდან უკრაინელებისთვის ძირითად დახმარებას, როგორიცაა - საკვები, წამლები, წყალი, თავშესაფარი.

"ამ ახალი პაკეტით ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ უზრუნველვყოთ გადაუდებელი და სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის",- განაცხადა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S