
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული საჰაერო თავდასხმის 76 იარაღიდან, 59 გავანადგურეთ
08/05/2024 06:29:57 მსოფლიო
უკრაინის ცნობით, წუხელ რუსების მიერ გამოყენებული საჰაერო თავდასხმის 76 იარაღიდან, 59 გაანადგურეს.
"8 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. მტერმა 76 საჰაერო თავდასხმის იარაღი - 55 რაკეტა და 21 დრონი გამოიყენა. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ტელეგრამ–არხზე.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა.