
ზელენსკი: მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს
08/05/2024 06:12:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
„ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა ლვოვის, ვინიცას, კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის ოლქების მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა.