Accentnews.ge
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წელს 9.3 მილიონს გადააჭარბა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წელს 9.3 მილიონს გადააჭარბა

30/12/2019 10:13:41 ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში ცხრა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1 პროცენტია.

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ხუთი მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8 პროცენტია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S