Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კოცერტები გაიმართება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კოცერტები გაიმართება

07/05/2024 07:35:44 საზოგადოება

მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტების სერია გაიმართება სახელწოდებით - "ქართველი მუსიკოსები ევროპული მომვლისთვის".

პირველი საქველმოქმედო კონცერტი დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად დღეს, 7 მაისს 21:00 საათზე ჩატარდება. დასწრების ღირებულება 15 ლარი იქნება, ხოლო შემოსული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს მოხმარდება.

“საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას:

ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!

კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მუსიკოსების მიერ, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს.

საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდნ გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.” - ნათქვამია აღწერაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S