
აქცია პარლამენტთან19:00 საათზე განახლდება
07/05/2024 07:26:40 საზოგადოება
დღეს, 7 მაისს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში. "თავისუფალი საზოგადოება" წერს, რომ პარლამენტთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.
აქცია გაიმართება თელავშიც - მოქალაქეები შეკრებას 19:00 საათზე ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.
3 აპრილიდან მოყოლებული ქვეყანაში მასშტაბური აქციები არ წყდება "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიუხედავად დემოსნტრანტების წინააღმდეგ ძალის არაერთგზის გამოყენებისა.
1 მაისს მმართველმა ძალამ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.