მეთიუ მილერი: კანონი, რომელსაც განიხილავენ, ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
06/05/2024 18:59:36 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, – განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მან კვლავ გაიმეორა, რომ წინასწარ არ ავრცელებენ ინფორმაციას სამომავლო ქმედებების თაობაზე.


