გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი – საქართველოს პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე: ყბა ჩამოგივარდება ადამიანს

03-05-2024 23:20:48 ციტატა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ყბა ჩამოგივარდება ადამიანს. ეს გატუტუცებული ბავშვის სიტყვებია და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც აშშ ასე მტკიცედ უჭერდა მხარს დამოუკიდებლობის შემდეგ", – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები