აქციის მონაწილეები „ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

03-05-2024 23:10:47 საზოგადოება

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა ეკლესიასთან სანთლები დაანთო.

ამ დროისთვის აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები