Accentnews.ge
აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისიდან მსვლელობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელეს

აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისიდან მსვლელობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელეს

03/05/2024 17:45:42 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

დემონსტრანტები მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც შენობასთან მისასვლელი ქუჩა სამართალდამცავებს ჰქონდათ დაკავებული. ადგილზე მისვლისას, აქციის მონაწილეებმა მალევე შეცვალეს გეგმა და მოძრაობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელეს.

მანამდე, მომიტინგეების ნაწილი აქციას მართავდა პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ნაწილი კი შეკრებილი იყო პუშკინის სკვერთან, სასტუმრო "პარაგრაფთან", სადაც მმართველი პარტიის ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას ესწრებოდნენ. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბანერები წარწერით, "არა რუსულ კანონს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S