Accentnews.ge
დაკარგული დემონტრანტი ახლობლებმა საავადმყოფოში იპოვეს

დაკარგული დემონტრანტი ახლობლებმა საავადმყოფოში იპოვეს

02/05/2024 14:14:35 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გელა ნადირაძე, რომელსაც ახლობლები თითქმის 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობელი წერს.

ამ შეტყობინების მიხედვით, ნადირაძე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია:

"მეგობრებო!გელა ვიპოვეთ! ერთ-ერთ კლინიკაში,სერიოზული დაზიანებებით,ნეკნები ჩამტვრეული და მრავალი სხვა,მაგრამ მთავარია ცოცხალია. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანა ეს ამბავი!".

როგორც ცნობილია, ახლობლები მასთან კონტაქტზე გასვლას 30 აპრილის და 1 მაისის აქციების შემდეგ ვერ ახერხებდნენ. აქციის დაშლის ამსახველ ერთ–ერთ ვიდეოში ჩანს, რომ კაცხს სპეცრაზმელები ფიზიკურად უსწორდებიან, შემდეგ ის საპოლიციო ძალების კორდონში უჩინარდება. მას შემდეგ ოჯახი მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენდა.

დემონსტრანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საი:

"2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე.

ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა, ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია.

გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S