
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
30/12/2019 07:40:24 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას 438.5 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 11.8 %) იღებდა. 2017 წელს საარსებო შემწეობის მიმღები იყო 450.4 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 12.1 %). 2016 წელს კი საარსებო შემწეობას 459.6 ათასი ადამიანი იღებდა (მოსახლეობის12.3%).
საარსებო შემწეობის დანიშნვა და მისი მოცულობა სარეიტინგო ქულებზეა დამოკიდებული და თვეში ერთ ადამიანზე მაქსიმუმ 60 ლარს შეადგენს.