Accentnews.ge
კალაძე – ჟურნალისტს: თავხედო! ნაძირალა!

კალაძე – ჟურნალისტს: თავხედო! ნაძირალა!

02/05/2024 09:59:43 პოლიტიკა, საზოგადოება

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი სეურაცხყოფა მიაყენა.

საქმე იმაშია, რომ აქციაზე სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კალაძემ გაიმეორა შსს–ს მტკიცება, რომ საპოლიციო ძალებს ამგვარი სპეცსაშუალება არ გამოუყენებიათ, "და დანარჩენი გაირკვევა". აღნიშნულს მოჰყვა "ფორმულას" პოლჟურნალისტის რეპლიკა: „არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით?!“. აღნიშნულმა გააღიზიანა პოლიტიკოსი.

„ცოტა ზრდილობა იქონიეთ! თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ? ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში! თავხედო! ნაძირალა! ბატონო კახა კი არა, მოიკითხე-მეთქი ოჯახში! ნორმალურად კი არა, ზრდილობიანად! უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენ სახლში რომ მიხვალ! უზრდელო შენ! შენ ხარ თავხედი, უზრდელი! უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ შენი გაზრდისთვის! შეირგე ახლა გემრიელად და წადი სახლში! თავხედო!,“ - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S