Accentnews.ge
"საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით"

"საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით"

30/12/2019 07:23:32 ეკონომიკა

"საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 5%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც. კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს. კარგი გვაქვს მონაცემები ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ციფრმა გადააჭარბა 9 მილიონს და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ტურიზმის სააგენტოს ანგარიში და გეგმები მოვისმინოთ. დღეს ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები- მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი მზად არიან უმასპინძლონ სტუმრებს და ტურისტებს საქართველოდან", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახელმწიფოს 28 ქონების პრივატიზაცია განხორციელდა:

"დავიწყეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში, რაც მოგვცემს საშუალებას, გავააქტიუროთ აქტივები, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში აქამდე არ მონაწილეობდა და სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც 45 მილიონ ლარს აღემატება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S