Accentnews.ge
პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

02/05/2024 00:26:52 საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა. ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც სპეცრაზმი ბოლო რამდენიმე საათი იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს, ისევ რჩება დემონსტრანტების ნაწილი.

პოლიცია პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ხის და რკინის ჯებირებით, ასევე ნაგვის ურნებით ბარიკადები ააგეს. შედეგად, პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან, ამ დრომდე ჩახერგილია.

"არავის არ უნდოდა პარლამენტში შესვლა, შესვლა. ეს რომ გვდომოდა, შევიდოდით ახლა. ყველა ის საგანი, რომელიც მოიტანეს, იმისთვის იყო საჭირო, რომ იქედან რეზინის ტყვიებს გვესროდნენ, წყლის ჭავლს გვიშვერდნენ. ცეცხლი დაანთეს, რადგან როცა ცრემლსადენ გაზსს უშვებენ, ცეცხლი შველის, თან ადამიანები, რომლებსაც წყლის ჭავლი მოხვდათ, იქ თავს იშრობდნენ. ამის იქით, რატომ გახდა საჭირო ამ ძალის გამოყენება, არ ვიცი", - განუცხადა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა ბორის ჩელე ყურუამ ტელეკომპანია "მთავარ არხს".

რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო.

პირველ მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S