Accentnews.ge
"ოკუპაციაზე პასუხი ევროატლანტიკური ინტერგაციაა"

"ოკუპაციაზე პასუხი ევროატლანტიკური ინტერგაციაა"

30/12/2019 07:01:51 კონფლიქტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება.

"დღემდე საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ოცი პროცენტით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და საერთოდ, ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ოკუპაციაზე პასუხი ევროატლანტიკური ინტერგაციაა:

ჩვენი ქვეყნის, მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, 70 პროცენტზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს“.

გიორგი გახარიამ მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა ევროატლანიკური ინსტიტუტების სრულფასოვანი წევრობის მიღწევა ქართული ტრადიციებით და ქართული კულტურული იდენტობით.

პრემიერის თქმით, 2019 წელი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსა და ნატო–ს პარტნიორობის და თანაშრომლობის მხრივ:

ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობა იყო უპრეცედენტო. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატოს და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება - შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად".

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან არასდროს ყოფილა ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, როგორიც 2019 წელს და ამან მოიცვა ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებები - უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკის მიმართულებით პროგრესი და ქვეყნის დემოკრატიზაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S