Accentnews.ge
ექიმი– აქციაზე დაშავებულ მოქალაქეზე: "თვალი გადარჩა, ამ ეტაპზე ოპერაცია არ სჭირდება"

ექიმი– აქციაზე დაშავებულ მოქალაქეზე: "თვალი გადარჩა, ამ ეტაპზე ოპერაცია არ სჭირდება"

01/05/2024 21:37:17 საზოგადოება

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი ვაკო ლობჟანიძე ამბობს, რომ პარლამენტთან, აქციაზე დაშავებული 25 წლის მოქალაქის თვალი გადარჩა და ოპერაციული ჩარევა, ამ ეტაპზე, არ სჭირდება. ექიმი ამბობს, რომ დაზიანება საშუალო სიმძიმისაა და საჭიროა, ჭრილობის გაკერვა თვალ-ბუდის არეში.

"სერიოზული ტრავმაა მარჯვენა თვალის, თუმცა გადაღებულია ტომოგრაფია და თვალი გადარჩა. ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი დაზიანება, რომ ოპერაცია დასჭირდეს თვალზე. დამატებითი კვლევა და დაკვირვება მიმდინარეობს. ყბა-სახის ქირურგი ჭრილობას დაუმუშავებს და გაკერავს წარბის არეს, ანუ თვალბუდის და წარბის ტრავმაა თანმხლები, თვალის კონტუზია, ანუ რბილი ქსოვილების ტრავმაა", - განმარტავს ექიმი.

მისი თქმით, დაზიანება სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის მიყენებული. ჟურნალისტებთან საუბრისას იგი იხსენებს, "ბლაგვი საგნის ჩარტყმა" თავად პაციენტმა ახსენა.

"სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული, ზუსტად არ ვიცით მექანიზმი. მე როგორც ვიცი, ამბობდა, რაღაც საგანი ჩამარტყესო, მე არ გამომიკითხავს, უბრალოდ შევესწარი ამ ფაქტს, შეიძლება რაღაც ნასროლიც იყოს. [დაზიანება] არ ჰგავს [ტყვიის ნასროლს], უფრო შეიძლება, იყოს ბლაგვი საგნით მიყენებული", - თქვა ექიმმა.

მისივე ცნობით, "ნიუ ჰოსპიტალში" აქციის კიდევ ერთი მონაწილე მიიყვანეს, "შედარებით მსუბუქ" მდგომარეობაში, რომელსაც "წიწაკის სპრეით" ჰქონდა "მსუბუქი ხარისხის" კანის გაღიზიანება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S