
პარლამენტთან პერიოდულად კვლავ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს
01/05/2024 21:09:58 საზოგადოება
პარლამენტთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირება პერიოდულად ხდება.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ეზოში ნაგვის ურნა შეაგდეს, იქიდან კი მათი მისამართით ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ამ ფაქტს აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, რის საპასუხოდან სდსს-ის ეზოდან წყლის ჭავლი გაუშვეს.
პერიოდულად ისევ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს პარლამენტის შენობის ეზოდანაც.
მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ჩიტაძის ქუჩაზე კვლავ რჩებიან.