Accentnews.ge
პარლამენტთან დაშავებული ახალგაზრდის მამა: თვალი გადარჩა, რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი

პარლამენტთან დაშავებული ახალგაზრდის მამა: თვალი გადარჩა, რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი

01/05/2024 20:47:17 საზოგადოება

პარლამენტთან "აგენტების კანონპროექტის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე თვალის არეში დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მამის განცხადებით, „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმებმა აცნობეს, რომ დაშავებულის თვალი "გადარჩენილია".

მისი თქმით, "ახალგაზრდას რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი".

„ექიმებმა მოგვახსენეს, თვალი გადარჩენილიაო, რაც მთავარია. რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი. ის სხვა მოქალაქეებს გაზის გაშვების დროს, ადგილის დატოვებაში ეხმარებოდა და მაგ დროს ესროლეს. იმედია, ამ დაზიანებას მხედველობაზე გავლენა არ ექნება. სხვა დაზიანებები არ აღენიშნება. მინდა ვუთხრა მთავრობას და კობახიძეს, რომ არ შეგრჩებათ ეს ამბავი. არც ჩემი შვილის ამბავი და არც არავისი - არ შეგრჩებათ, ყველას მოგეკითხებათ“, - განაცხადა დაზარალებულის მამამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე სამართალდამცველებს არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პოლიცია იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და "წიწაკის სპრეის".

„ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტი შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და "წიწაკის სპრეის". შსს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ“, - აღნიშნა დარახველიძემ.

შსს–ს მტკიცების საპირისპიროდ, ვრცელდება კადრები, რომელშიც მომიტინგეები აჩვენებენ რეზინის ტყვიებს და აცხადებენ, რომ მათ დაზიანება, სწორედ რეზინის ტყვიებით მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S