
აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული
01/05/2024 19:43:12 საზოგადოება
თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა. "ტვ პირველის" მერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს.
პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდენ ცრემლსადენ გაზსა და "წიწაკის სპრეის" იყენებენ.
კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებს, მათ შორის ჟურნალისტებს სუნთქვა უჭირთ.
გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.
შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პარლამენტთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
შსს-მ დღეს უკვე 2–ჯერ გაავრცელა განცხადება. უწყებამ აღნიშნა, რომ გამოიყენა წყლის ჭავლი და "წიწაკის სპრეი".
რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ დახშულია კომუნიკაციებიც - ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალი სუსტია, თითქმის შეუძლებელია პირდაპირი ეთერის ჩასართავად საჭირო ტექნიკის გამოყენებაც.