Accentnews.ge
პარლამენტთან გაზს პერიოდულად უშვებენ, ჭირს სუნთქვა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც იყენებენ

პარლამენტთან გაზს პერიოდულად უშვებენ, ჭირს სუნთქვა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც იყენებენ

01/05/2024 19:18:47 საზოგადოება

პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდენ ცრემლსადენ გაზსა და "წიწაკის სპრეის" იყენებენ.

კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტებს, მათ შორის ჟურნალისტებს სუნთქვა უჭირთ.

გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პარლამენტთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

შსს-მ დღეს უკვე 2–ჯერ გაავრცელა განცხადება. უწყებამ აღნიშნა, რომ გამოიყენა წყლის ჭავლი და "წიწაკის სპრეი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S