Accentnews.ge
პრეზიდენტი – დემონსტრანტებს: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე

პრეზიდენტი – დემონსტრანტებს: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე

01/05/2024 19:03:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემონსტრანტებს მიმართავს.

"ვადევნებ თვალ-ყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენს გვერდით ვარ. არაჩვეულებრივი, დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს და მთელი მსოფლიო გვიყურებს და აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას და ეს არის უდიდეს ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", – ასე დაიწყო მან მიმართვა.

მან დემონსტრანტებს მიმართა, რომ "დაანებონ თავი პარლამენტის კარებს, რადგან იქ არაფერი აღარ ხდება":

"ამავე დროს მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან. ესაა ჩვენი მიზანი და კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა გაზის გაშვებისა და ძალადობისა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე. დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S