Accentnews.ge
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია ისრაელშიც გაიმართა

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია ისრაელშიც გაიმართა

01/05/2024 18:01:46 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია ისრაელშიც გაიმართა. თელავივში, საქართველოს საკონსულოსთან ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონპროექტის გაწვევა და ძალოვანი უწყების ყველა იმ წარმომადგენლის დასჯა მოითხოვეს, ვინც მოქალაქეების მისამართით არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

,,არა რუსეთს, არა დიქტატურასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ვთვლით რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ამას ხელს ვერც ბიძინა ივანიშვილი შეუშლის და ვერც რუსული კანონი. ვითხოვთ უმოკლეს დროში მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა.რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ხელისუფლებას, წარსულ დროში საქართველოს ვერ დააბრუნებს. წლებია მათი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და უუნარობის შედეგად ემიგრაციაში ვართ უკეთესი მომავლის იმედით, თუმცა როგორც ჩანს მეოცნებეებს ეს არ ადარდებთ და მათი ოცნებაა კიდევ დიდხანს ვიყოთ ოჯახისგან და სამშობლოსგან შორს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S