Accentnews.ge
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს

01/05/2024 17:55:39 საზოგადოება

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, კერძოდ, 9 აპრილის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის დროშა დახიეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე, რომელიც, მათივე თქმით, რუსული კანონია.

მანამდე კი, აქციის მონაწილეები გვერდითა შესასვლელში ჭიშკარს ეჯაჯგურებოდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ კანონპროექტის მიმართ პროტესტს.

ისმის შეძახილები: „არა რუსეთს“, „კი ევროპას“!

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S