Accentnews.ge
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე –  ხელისუფლებას: არა მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს!

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე – ხელისუფლებას: არა მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს!

01/05/2024 17:41:44 ციტატა

"ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ:

  • გთხოვთ ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით.
  • მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ნურც საზოგადოებას დააპირისპირებთ ერთმანეთთან. ეს არათუ განვითარებას არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არ მოიტანს არაფერ კარგს საქართველოსთვის.
  • არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს!
  • კი ევროპას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, მომავალი თაობის არჩევანს!",– ამის შესახებ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S