ბერბოკი: კანდიდატის სტატუსის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა
01/05/2024 15:07:53 პოლიტიკა
კანდიდატის სტატუსის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი "ტვიტერზე" წერს.
"საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მას საფუძვლად უდევს დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა" - წერს მინისტრი.


