Accentnews.ge
„მედიაომბუდსმენი“: სპეცრაზმელების სამიზნედ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა

„მედიაომბუდსმენი“: სპეცრაზმელების სამიზნედ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა

01/05/2024 10:35:42 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას საპოლიციო ძალების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

ორგანიზაციის ცნობით, 28 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში:

  • სპეცრაზმელმა "წიწაკის სპრეი" შეასხა „TV პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას.
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და ბასტი მგალობლიშვილს.
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა „TV პირველის“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს, ასევე ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს.
  • სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა „აი, ფაქტის“ ჟურნალისტს რობი ზარიძეს
  • თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.

„მედიაომბუდმენმა“ ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ფაქტების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S