Accentnews.ge
საგარეოს თანამშრომელი: კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!

საგარეოს თანამშრომელი: კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას!

01/05/2024 10:05:26 პოლიტიკა, საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი გიორგი ცისკარიშვილი "აგენტების კანონს" აპროტესტებს და ხაზს უსვამს, რომ ის საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. კანონპროქტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს",– წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.

პარლამენტთან დღეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია 17:00 საათიდან განახლდება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება.

როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა. სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S