Accentnews.ge
ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს

ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს

01/05/2024 09:01:03 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეხმიანება თბილისში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს.

ის ხაზს უსვამს, რომ , მშვიდობიანი შეკრების ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია.

„მე მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, მისი ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

30 აპრილის ღამეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი. იყო ძალადობის ფაქტები.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაკავებულია 63 დემონსტრანტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S